მთავარი,სიახლეები

ბათუმის 29-ე უბანზე დაპირისპირების გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო

28.11.2018 • 1431
ბათუმის 29-ე უბანზე დაპირისპირების გამო შსს-მ გამოძიება დაიწყო

ბათუმში 29-ე უბანზე დღეს „ოცნების“ კოორდინატორს სია წაართვა, სავარაუდოდ, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა და ფიზიკურ დაპირისპირებას ამ დროს ჰქონდა ადგილი.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება 162 პრიმა მუხლით – კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნო აგიტაციის, ან წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობა, ან ძალადობის მუქარა.

ამავე თემაზე: 

ბათუმის #29 უბანზე „ოცნების“ კოორდინატორს სია წაართვეს – ადგილზეა პოლიცია

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: