მთავარი,სიახლეები

აჭარაში ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ხელვაჩაურშია, ყველაზე დაბალი – ხულოში

28.11.2018 • 1754
აჭარაში ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ხელვაჩაურშია, ყველაზე დაბალი – ხულოში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 7.26%, რაც რაოდენობრივად არის 255 251 – ამომრჩეველი.

აჭარაში ამომრჩევლთა აქტივობა 10 საათის მონაცემებით:

  • ბათუმში ხმა მისცა ამომრჩეველთა 7.3-მა პროცენტმა 
  • ქედაში – 7-მა პროცენტმა 
  • ქობულეთში –  8.2- მა პროცენტმა 
  • შუახევში –  7.6-მა პროცენტმა 
  • ხელვაჩაურში – 8.9-მა პროცენტმა 
  • ხულოში – 6.2-მა პროცენტმა 

ცესკოს  ინფორმაციით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658 – ია. აქედან, აჭარაში ხმას აძლევს 326 837 ამომრჩეველი.

ამომრჩეველთა რაოდენობა ოლქების მიხედვით:

  • ბათუმი – 143 925
  • ქედა – 15 701
  • ქობულეთი – 68 065
  • შუახევი – 15 145
  • ხელვაჩაური – 44 944
  • ხულო – 24 128

გადაბეჭდვის წესი


ასევე: