მთავარი,სიახლეები

ბათუმის #29 უბანზე „ოცნების“ კოორდინატორს სია წაართვეს – ადგილზეა პოლიცია

28.11.2018 • 2110
ბათუმის #29 უბანზე „ოცნების“ კოორდინატორს სია წაართვეს – ადგილზეა პოლიცია

ბათუმის #29 უბანზე „ოცნების“ კოორდინატორს სია წაართვეს. როგორც ადგილზე ამბობენ, კოორდინატორს სია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა წაართვა.

საარჩევნო უბანთან იმყოფება „ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე, ირაკლი ჭეიშვილი და, ასევე, უმაღლესი საბჭოს წევრი ლადო მგალობლიშვილი. ისინი ამბობენ, რომ სანამ მათ კოორდინატორს არ დაუბრუნებენ სიას, მანამდე არ დატოვებენ ტერიტორიას.

ამ დროისათვის „ოცნების“ კოორდინატორი, რომელსაც სია წაართვეს, პოლიციის განყოფილებაშია და ჩვენებას აძლევს.

ნახეთ პირდაპირი ჩართვის ჩანაწერი #29 საარჩევნო უბნის ტერიტორიიდან:

გადაბეჭდვის წესი


ასევე: