მთავარი,სიახლეები

აჭარაში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურზე 326 837 ამომრჩეველია

28.11.2018 • 1180
აჭარაში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურზე 326 837 ამომრჩეველია

დღეს, 28 ნოემბერს, საქართველოში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. ცესკოს  ინფორმაციით ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 528 658 – ია. აქედან, აჭარაში ხმას აძლევს 326 837 ამომრჩეველი.

ამომრჩეველთა რაოდენობა ოლქების მიხედვით:

  • ბათუმი – 143 925
  • ქედა – 15 701
  • ქობულეთი – 68 065
  • შუახევი – 15 145
  • ხელვაჩაური – 44 944
  • ხულო – 24 128

არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა რაოდენობა გაიზარდა. თუ პირველ ტურში 3 518 877 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, მეორე ტურში სიაში 9 781 ადამიანით მეტი, 3 528 658 ადამიანია დაფიქსირებული. ცესკო ამის მიზეზად ასახელებენ: მომრჩევლებs, რომლებსაც 28 ნოემბრის ჩათვლით 18 წელი შეუსრულდათ; გარდაცვლილებს, რომლებიც შესაბამისად გამოაკლდნენ ამომრჩეველთა სიას; საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ამომრჩევლებს; იმ პირებს, რომლებსაც პირველი ტურისთვის პირადობის მოწმობა არ ჰქონდათ.

28 ნოემბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულია და დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 17 000-მდე წარმომადგენელი, 48 000-ზე მეტი ადგილობრივი და 1300-ზე  მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს  2 300-მდე  ჟურნალისტი.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩევლები ხმას აძლევენ იმავე საარჩევნო უბანზე, რომელიც მათთვის გაიხსნა 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის და სადაც ამომრჩევლებმა უკვე მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.

28 ნოემბრის არჩევნების შედეგად გაირკვევა, ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი – გრიგოლ ვაშაძე თუ სალომე ზურაბიშვილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: