მთავარი,სიახლეები

სახელმწიფო ქონების უკანონოდ მითვისების მცდელობები აჭარაში, არჩევნების წინ

27.11.2018 • 1924
სახელმწიფო ქონების უკანონოდ მითვისების მცდელობები აჭარაში, არჩევნების წინ

26 ნოემბერს, ღამით, ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, სახელწიფოს კუთვნილ შენობაში ოცამდე ოჯახი უკანონოდ ცდილობდა შესახლებას.  სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

სახელმწიფოს კუთვნილ შენობაში უკანონოდ შესახლების მცდელობა იყო რამდენიმე დღის წინ ქობულეთშიც, სადაც, აჭარის ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, რამაზ ჯინჭარაძის თქმით, ხუთი ოჯახი ცდილობდა შენობის უკანონოდ დაკავებას. მათგან ერთი – ხულოდან, ერთი – სოფელ ნასაკირალიდან, დანარჩენი კი ქობულეთიდან იყვნენ.

როგორც რამაზ ჯინჭარაძე ამბობს, დღეს ის აპირებს შეხვედრას იმ ოჯახებთან, რომლებიც უკანონოდ ცდილობდნენ 26 ნოემბერს ბარცხანაში შენობის დაკავებას და ამის შემდეგ გახდება ცნობილი მათი ვინაობისა და მდგომარეობის შესახებ.

არჩევნების წინ სახელმწიფო საკუთრების უკანონოდ დაკავების მცდელობა აჭარაში პირველი შემთხვევა არ არის. სწორედ 2012 წლის არჩევნებს უკავშირდება ბათუმში „ოცნების ქალაქის“ გაჩენა, იმ განსხვავებით, რომ სახელმწიფო ტერიტორიების დაკავება მოსახლეობამ არჩევნების დასრულების შემდგომ დაიწყო, ხელისუფლების შეცვლის პერიოდში.

დღეს „ოცნების“ ქალაქში თითქმის 3000 ადამიანი ცხოვრობს.

_______

მთავარ ფოტოზე: ბარცხანა, ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ამავე თემაზე: 

ბეტონის ქალაქად ქცეული მუყაოს ქალაქი ბათუმში

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: