აუქციონები კურორტ გოდერძიზე სეზონური კომერციული ობიექტების განსათავსებლად

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კურორტ გოდერძიზე მდებარე 16 ნაკვეთის იჯარით გაცემაზე პირობებიანი აუქციონები გამოაცხადა. პირობა სხვადასხვა მსუბუქი კონსტრუქციების განთავსებაა, რომლის ნიმუშსაც მომავალ მოიჯარეს სამინისტრო სთავაზობს.

ნაკვეთები იჯარით 2019 წლის 30 აპრილამდე გაიცემა. საწყისი საიჯარო ქირა 200-265 ლარია თვეში. ნაკვეთები ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში, სოფელ დანისპარაულში [ზანკა] მდებარეობს.

მსუბუქი კონსტრუქციების დანიშნულება ტურისტების მომსახურება იქნება – აქ უნდა მოეწყოს თხილამურებისა და თოვლმავალის (ბურანი) გასაქირავებელი პუნქტები, ასევე, სწრაფი კვების ობიექტის შესაბამისი მსუბუქი კონსტრუქციები.

იჯარით გაცემულ ნაკვეთებზე მსუბუქი კონსტრუქციები 2018 წლის 11 დეკემბრამდე უნდა განათავსონ. ელექტრონული აუქციონები 2018 წლის 15 ნოემბერს დაიწყო და 30 ნოემბერს შეწყდება.

კურორტ გოდერძიზე ტურისტული სეზონი ოფიციალურად 8 დეკემბერს გაიხსნება.

ამ თემაზე:

დათოვლილი კურორტი გოდერძი [ფოტო]

 

მთავარი ფოტო: იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთზე განსათავსებელი კონსტრუქციის ნიმუში / აუქციონის დოკუმენტებიდან
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com