მთავარი,სიახლეები

ელექტრომრიცხველზე ცეცხლის გაჩენის გამო აჭარის ტელევიზია გაითიშა

26.11.2018 • 1491
ელექტრომრიცხველზე ცეცხლის გაჩენის გამო აჭარის ტელევიზია გაითიშა

მემედ აბაშიძის ქუჩაზე, ე.წ. იტალიურ ეზოში, არსებულ ერთ-ერთ ობიექტში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ელექტრომრიცხელებს გაუჩნდა. მრიცხველებიდან დენი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელსაც მიეწოდება.

როგორც ტელევიზიის ტექნიკურმა დირექტორმა,  ჯემალ გვეტაძემ, „ბათუმელებს“ უთხრა, ცეცხლის გაჩენა მრიცხველების გადატვირთვამ გამოწვია.

„მიზეზი არის დატვირთვა, რადგან მოძველებულია სადენები, ვეღარ უძლებს. ტელევიზიას ელექტროენერგიის მიწოდება მალე აღუდგება“, – გვითხრა გვეტაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, ტრანსფორმატორით აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის გარდა სხვა მიმდებარე ობიექტებიც სარგებლობენ.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გვერდით არსებულ ობიექტში ელექტრომრიცხველები დაიწვა

ობიექტი, სადაც ცეცხლი გაჩნდა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: