მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერის ანგარიშის გამო ლუკა ასათიანის ქუჩა 21:00 საათამდე გადაიკეტება

26.11.2018 • 1620
ბათუმის მერის ანგარიშის გამო ლუკა ასათიანის ქუჩა 21:00 საათამდე გადაიკეტება

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე დღეს, 26 ნოემბერს, წლის ანგარიშს წარადგენს. ანგარიში ღია ცის ქვეშ გაიმართება, რის გამოც, დღეს დილიდან  მერიის შენობის წინ, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდა.

როგორც მერიის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს,, ქუჩა საღამოს 21:00 საათამდე იქნება გადაკეტილი. კითხვაზე – რატომ გადაწყვიტა ლაშა კომახიძემ წლის ანგარიშის ღია სივრცეში წარდგენა და ხომ არ შეუშლის სიცივე ხელს მოქალაქეებს, რომ დაესწრონ მერის ანგარიშის წარდგენას, პრესსამსახურში გვეუბნებიან, რომ ვისაც სურვილი აქვს მოუსმინოს მერს, მისთვის პრობლემა არ იქნება.

„საკრებულოს დარბაზში ყველა ვერ დაეტეოდა და აქედან გამომდინარე კეთდება გარეთ. კი ცივა, მაგრამ ყველას გვაცვია პალტო“, – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

ამ დროისთვის მერიის წინ სკამებს დგამენ და სცენას ამონტაჟებენ.

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე, დღეს, 26 ნოემბერს, წლის ანგარიშს წარადგენს.
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: