ქობულეთში 240-ნომრიანი სასტუმრო აშენდება

ქობულეთში 40 მლნ ლარის საინვესტიციო ღირებულების ახალი სასტუმრო-კომპლექსი შენდება. აჭარის მთავრობის ცნობით, კომპლექსის მშენებლობას 24 ნოემბერს ჩაეყარა საფუძველი და ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე და ინვესტორი კომპანიის ხელმძღვანელი, გიორგი შერაზადიშვილი ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის ცნობით, სასტუმროში 240 ნომერი იქნება, თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო კომპლექსში განთავსდება გამაჯანსაღებელი ცენტრი, ღია და დახურული აუზი, საკონფერენციო დარბაზი, სპა ცენტრი, რესტორნები და კაფეები. სასტუმროში ასევე მოეწყობა რეკრეაციული ზონა. მშენებლობის პროცესში 150 ადამიანი, ხოლო ოპერირებისას – 70 მოქალაქე დასაქმდება.

პროექტს შპს “ელ & ერ კომპანი” ახორციელებს, რომლის მესაკუთრეებიც სლოვაკეთის მოქალაქე, გიორგი შერეზადაშვილი და ჩეხეთის მოქალაქე, რადეკ ბრაზდა არიან. კომპანია საქართველოში 2014 წლიდან მუშაობს.

ამავე კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტია „რივიერა შეკვეთილი“.

სასტუმროს მშნებლობა ქობულეთში. ფოტო: აჭარის მთავრობა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.