მთავარი,სიახლეები

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

25.11.2018 • 1682
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 25  ნოემბრის  21 საათიდან 26  ნოემბრის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 13 – 18 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 27-28 ნოემბერს, აჭარაში მოსალოდნელია  უმეტესად უნალექო ამინდი.

_________

მთავარ ფოტოზე: ბათუმის ცენტრალური პარკი. მარი ზაქარაძის ფოტო. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: