სიახლეები

ხანძრის შედეგად ქედაში საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა

25.11.2018 • 2062
ხანძრის შედეგად ქედაში საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისში ხანძრის შედეგად დურსუნ კონცელიძის საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ხანძარი სახლში გვიან ღამით გაჩნდა, მთლიანად დაიწვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ნივთები.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო ბრიგადები.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ხანძრის შედეგად ოჯახის წევრები არ დაშავებულან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: