მთავარი,სიახლეები

ბათუმში სავალუტო ჯიხური გაძარცვეს

24.11.2018 • 2744
ბათუმში სავალუტო ჯიხური გაძარცვეს

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავალუტო ჯიხური გაძარცვეს. ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, შემთხვევა 23 ნოემბერს მოხდა: „ჯიხურში მომუშავე ფულს ითვლიდა, რა დროსაც, დაახლოებით 5 ათასამდე ლარი ხელიდან გასტაცეს, ეტყობა, მძარცველი ქუჩიდან უთვალთვალებდა.“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე  [ძარცვის] მუხლით.

ამ მუხლის მიხედვით, „ძარცვა, ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე“.

შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: