მთავარი,სიახლეები

რუსეთის დროშა ბულვარში რესტორნიდან პროტესტის შემდეგ ჩამოხსნეს

24.11.2018 • 4013
რუსეთის დროშა ბულვარში რესტორნიდან პროტესტის შემდეგ ჩამოხსნეს

დღეს, 24 ნოემბერს, ბათუმის ბულვარში, მდებარე ერთ-ერთ რესტორანზე გამოფენილი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშა ჩამოხსნილია. რუსეთის დროშა რესტორანზე დილით გამოფინეს. ინფორმაცია „ბათუმელებს“ მოქალაქემ მიაწოდა. გამოცემის  მიერ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნებას, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მოქალაქეების მძაფრი რეაქცია და პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ „მიდიოდნენ ბულვარში რუსეთის დროშის ჩამოსაგლეჯად“.

ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე საათში რესტორნის მენეჯმენტმა რუსეთის დროშა ჩამოხსნა.  რესტორან “მედუზას” მენეჯერი, თეონა ხოზრევანიძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის და “ბათუმელებთან” განმარტებას აკეთებს. ნახეთ ვიდეო:

https://www.facebook.com/batumelebi/videos/2244682285804108/?__xts__[0]=68.ARDx0rIsgXclW7q1iLvhF4F9AWuz3wJNIREwbb2x8JKsQhWJWBsR0kFEvS37-TDbSq_SRp1Kh18K0WwZMxt7XUc8XBB3FISv74EeWuG65oZucSsResI7Dw542zjGVqunXTKU3gIlgfM0znvvtzKjRqrS3UAnTGwIULHaRYFsWnNjL2Gc8mtSplehZ1-9h3yuw2D_28MsR5IMZaC6qK1xwo6ljJoLxPqKKabeECfvyPHofP7Nns1rR6PcGyojeJmb9J30j4sZlMnMKD6PP1g4jrcpWcPzzI3lg8skGlAyxmN687oMrLgnlS9tQIYzbJUNIiRVsDuyb-GVnhWCS7Dk-KaUhHcH-eBj4pY&__tn__=-R

მთავარი ფოტო: რესტორანზე, რომელზეც დღეს დილით რუსეთის დროშა იყო გამოფენილი, ახლა სხვადასხვა ქვეყნის დროშაა გამოფენილი

თემის შესახებ იხილეთ აქ.

ბათუმის ბულვარში რუსეთის დროშა გამოფინეს [ვიდეო]

გადაბეჭდვის წესი


ასევე: