განათლება,სიახლეები

82 ათასი ლარი ახალგაზრდების გადასამზადებლად

20.11.2018 • 2153
82 ათასი ლარი ახალგაზრდების გადასამზადებლად

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო რეგიონებში ახალგაზრდების ერთთვიან გადამზადებას იწყებს თანამედროვე (IT) ტექნოლოგიებში. პროექტისთვის 82 ათასი ლარია გამოყოფილი ბიუჯეტიდან და როგორც სააგენტოში გვეუბნებიან,  200-მდე პირი უნდა გადამზადდეს.

საქართველოს ტექნოპარკის წარმომადგენლის, თეონა ჩუხრუკიძის თქმით, ადგილები შეზღუდულია, რის გამოც, მსურველების შერჩევა ტესტირების საფუძველზე მოხდება. „ერთ ტექნოცენტრში ათი მსურველის აყვანას ვგეგმავთ,“ – გვითხრა მან.

თანამედროვე ტექნოლოგიებში ახალგაზრდებს ჯეოლაბის  სპეციალისტები გადაამზადებენ.

თეონა ჩუხრუკიძის ინფორმაციით, გადამზადების მსურველთა ასაკი შეზღუდული არ არის, თუმცა იგი აქვე დასძენს, რომ „გადამზადდებიან მხოლოდ ახალგაზრდები“.

როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში აცხადებენ,  მსურველებს თანამედროვე კომპიუტერულ პროგრამებში ტრენინგი საქართველოს ათ რეგიონში ჩაუტარდებათ, შემდეგ ადგილებში:  ჭოპორტი, ბაღდათი, ხარაგაული, ზუგდიდი, ახმეტა, თბილისი, კასპი, გორი, თელავი, რუხი.

„პროექტის შედეგად მსმენელები დაეუფლებიან საბაზისო ცოდნას ისეთ საკითხებში, როგორიცაა საიტის სტრუქტურის შემუშავება HTML5-ის საშუალებით, საიტის დიზაინის აწყობა CSS-ის საშუალებით,  ინტერაქციებისა და ანიმაციების გამოყენება CSS3-ის  საშუალებით, CSS პრეპროცესორთან (SCSS) მუშაობა, სტატიკური ვებგვერდის შექმნა, დაარსებულ ვებგვერდში ცვლილებების შეტანა“.

მსურველების შერჩევა ტესტირების საფუძველზე მოხდება. გამარჯვებულების ვინაობა 22 ნოემბერს გახდება ცნობილი, ტრენინგები კი 24 ნოემბერს დაიწყება.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: