გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 ნოემბრის 21 საათიდან 13 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით – ზოგან, დღისით კი ყველგან იწვიმებს.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 15 – 20 გრადუსი
- ღამით: 5 – 10 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 10 – 15 გრადუსი
- ღამით: 0 – 5 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე 17 გრადუსია. ტალღის სიმაღლე 5-10 დმ [2-3 ბალი].
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.