შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ბათუმის შესასვლელში ესტაკადაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
8 ნოემბრის საღამოდან 9 ნოემბრის დილის 09:00 საათამდე, ბათუმის მიმართულებით მოძრავი მანქანებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული შემოვლითი გზით.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაარეგულირებენ.