გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 ნოემბრის 21 საათიდან 7 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 17 – 22 გრადუსი
- ღამით: 8 – 13 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 10 – 15 გრადუსი
- ღამით: 2 – 7 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა აჭარის სანაპიროზე 17.5 გრადუსია. ტალღის სიმაღლე 5-10 დმ [2-3 ბალი].
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.
__________________
ფოტო: მანანა ქველიაშვილი