სიებით მობილიზებული პირები საარჩევნო უბნებთან მიკროავტობუსებსა და მანქანებში [ფოტო/ვიდეო]


დღეს, 28 აგვისტოს, „ბათუმელებმა“ მიკროავტობუსები, რომელშიც სავარაუდოდ კოორდინატორები ისხდნენ, არაერთ საარჩევნო უბანთან შენიშნა მაგალითად ბათუმში,  #62-ე უბანზე, რეფერალური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, “ბათუმელების” ჟურნალისტი მანქანას მაშინ მიუახლოვდა, როცა ერთ-ერთი ქალი ტელეფონზე საუბრობდა ტექსტით: “ლევანი იყო, ისინი ცოლ-ქმარი არიან”.

მიკროავტობუსი 62- უბანთან

მიკროავტობუსი 54-ე უბანთან

მიკროავტობუსი 68-ე უბანთან

ასევე, დღის განმავლობაში თეთრი და ლურჯი მიკროავტობუსები დგას ბათუმში 54-ე და 68-ე უბნებთან.

გარდა ამისა, მანქანებში უცნობი პირები იყვნენ მობილიზებული სიებით ოზურგეთში, #8 და #3 უბნებთან. “ბათუმელების” კითხვაზე, თუ რა სქემით მუშაობენ, ისინი არ საუბრობენ:

ჯაბა ანანიძის ფოტო

ჯაბა ანანიძის ფოტო

კოორდირინატორები ოზურგეთში

გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში არჩევნების გასაშუქებლად მყოფ გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტს, რომელიც საარჩევნო უბანთან ახლოს გაჩერებულ მანქანაში მყოფ პირებს, სავარაუდოდ – კოორდინატორებს ესაუბრებოდა, ნუგზარ ურუშაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ მანქანის მფლობელია, ჟურნალისტს კატეგორიულად მოსთხოვა ადგილის დატოვება. „ჩემს კერძო საკუთრებასთან ახლოს ნუ მიდიხართ, ვინ გეკითხება ჩემს მგზავრებს რომ ელაპარაკებით!“ – განაცხადა მან. აღნიშნული ავტომანქანა რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფება საარჩევნო უბანთან ახლოს.

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on კვირა, 28 ოქტომბერი, 2018

ამავე თემაზე:

ჟურნალისტების მიმართ აგრესიული უცნობი პირები სიებით საარჩევნო უბნებთან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან