ბათუმში, პუშკინის და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. თვითმხილველის თქმით, ერთ-ერთი ავტომანქანა ქუჩაში გაჩერებულ კიდევ ერთ მანქანას დაეჯახა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი მგზავრი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული 35 წლის კაცია, რომელსაც თავის არეში დახურული დაზიანება აღენიშნებოდა და იგი ბათუმის მედცენტრში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.