გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, შაბათ-კვირას, 13-14 ოქტომბერს, ბათუმში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ცნობით, 12 ოქტომბრის 21 საათიდან 13 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 20 – 25 გრადუსი
- ღამით: 15 – 20 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 18 – 23 გრადუსი
- ღამით: 5 – 10 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 21 გრადუსია. ტალღის სიმაღლე 5-10 დმ (2-3 ბალი).
_____________
მანანა ქველიაშვილის ფოტო