სიახლეები

აგროსასურსათო პროდუქციისა და ახალი ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა „Agro Batumi 2018“ 12-14 ოქტომბერს გაიმართება

08.10.2018 • 2464
აგროსასურსათო პროდუქციისა და ახალი ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა „Agro Batumi 2018“ 12-14  ოქტომბერს გაიმართება

2018 წლის 12-14 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიაში“, კომპანია „GEONET EXPO–ს“ ორგანიზებით გაიმართება მე-8 საერთაშორისო აგროსასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების გამოფენა-გაყიდვა „Agro Batumi 2018“.

გამოფენაში მონაწილე კომპანიები სამი დღის განმავლობაში თავიანთ პროდუქციას მომხმარებლებს გააცნობენ და ამავდროულად რეკლამირებასაც გაუწევენ. მონაწილეებს საშუალება ექნებათ, დაამყარონ ახალი კონტაქტები და გააფორმონ თანამშრომლობის მემორანდუმი.

GEONET EXPO საქართველოში ერთ-ერთი პირველი საგამოფენო კომპანიაა. მისი ძირითადი მიზანი ბათუმში საერთაშორისო გამოფენების ორგანიზებაა. „Agro Batumi 2018“ ფართო მასშტაბის მატარებელია, ის წლიდან წლამდე უფრო მიმზიდველი და ეფექტური ხდება.

 

გადაბეჭდვის წესი