მთავარი,სიახლეები

ბაქო-ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი ინიშნება

06.10.2018 • 2360
ბაქო-ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი ინიშნება

ბაქო-ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისი დაინიშნა. 2019 წლის 14 ივნისიდან სახელმწიფო ავიაკომპანია აზერბაიჯანის ავიახაზების (AZAL) შვილობილი კომპანია „Buta Airways“-ი შეასრულებს პირველ პირდაპირ ავიარეისს ბაქო-ბათუმის მიმართულებით.

ავიაკომპანია „აზერბაიჯანის ავიახაზების“ (AZAL) პრეზიდენტთან, ჯაჰანგირ ასკეროვთან გამართული შეხვედრის მიმდინარეობისას, დღის წესრიგში არსებულ სხვა საკითხებთან ერთად, ზურაბ პატარაძის თხოვნით, მხარეებმა განიხილეს ბაქო-ბათუმი-ბაქოს მიმართულებით რეგულარული ავიარეისის დანიშვნის შესაძლებლობა, რის შედეგადაც, აზერბაიჯანის მოქალაქეები კიდევ უფრო აქტიურად, კომფორტულად და მარტივად შეძლებდნენ მათთვის ესოდენ პოპულარულ, საქართველოს შავი ზღვის კურორტებზე გამგზავრებას,“ – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში, ზურაბ პატარაძე ავრცელებს.

ბაქო-ბათუმი-ბაქოს მიმართულებით პირველი ავიარეისის პირველი ბილეთი  საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ შეიძინა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: