მთავარი,სიახლეები

ჭადრაკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

06.10.2018 • 2112
ჭადრაკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბათუმში მიმდინარე 43-ე საერთაშორისო საჭადრაკო ოლიმპიადა დაიხურა.  საერთაშორისო საჭადრაკო ოლიმპიადაზე 180 ქვეყნის 4000-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა.

საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, ქალთა და ვაჟთა 3-3 ნაკრებით იყო წარმოდგენილი. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ოლიმპიადაზე, რომელიც 24 სექტემბრიდან – 5 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.

ასპარეზობა ჩინელ სპორტსმენთა გამარჯვებით დასრულდა: ვაჟებსა და ქალებში ამ ქვეყნის წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს.

ჩინელ მოჭადრაკეთა გუნდმა საერთაშორისო ოლიმპიადაზე პირველი ადგილი მოიპოვა.

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჯილდო, რომელიც ოლიმპიადის ყველაზე წარმატებული ქვეყნის საჭადრაკო ფედერაციას გადაეცემა, ორი წლით ჩინელთა საკუთრებაა.  ჩინელმა ვაჟებმა მეორედ მოიპოვეს ოლიმპიადის ჩემპიონობა.

მომდევნო, 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადას 2020 წელს რუსეთი  უმასპინძლებს.

გადაბეჭდვის წესი