მთავარი,რეკლამა,სიახლეები

აჭარის მუნიციპალიტეტებში სექტემბრის თვეში დასრულებული მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები

05.10.2018 • 2576
აჭარის მუნიციპალიტეტებში სექტემბრის თვეში დასრულებული მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები

აჭარის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა გრძელდება. საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი გთავაზობთ ინფორმაციას აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მხოლოდ სექტემბერში დასრულებული მნიშვნელოვანი პროექტების ნაწილის შესახებ.

ხიხაძირი-თხილვანა-ბაკო კმ0+350-კმ3+200 მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარის მოწყობის დასრულებული სამუშაოები

ხიხაძირი-თხილვანა-ბაკო კმ0+350-კმ3+200 მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტბეტონის საფარის მოწყობის  სამუშაოები დასრულდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს პარლამენტის წევრთან ანზორ ბოლქვაძესთან, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან, აჭარის ა.რ. საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან რაულ ბერიძესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, საავტომობილო გზის ხიხაძირი-თხილვანა-ბაკო კმ2+900-კმ3+250 მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყო:  ახალი ლითონის ხიდი სიგრძე – 13,4 მეტრი და სიგანე – 2,85 მეტრი; 2 ერთეული ბეტონის საყრდენი კედელი – 84 გრძ. მეტრი; გაბიონი – 368 გრძ. მეტრი.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 658 990 ლარს.

საავტომობილო გზის ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს კმ0+350-კმ3+200 მონაკვეთზე ასევე დასრულდა ორფენიანი ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 416 859 ლარი დაიხარჯა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყო: ლითონის მილი – 80 გრძ. მეტრი, რკინა ბეტონის კიუვეტი – 1070 გრძ. მეტრი, 10 ერთეული ბეტონის საყრდენი კედელი – 268 გრძ. მეტრი, 3 ერთეული ბეტონის პორტალური კედელი – 20 გრძ. მეტრი, ერთი ახალი ხიდი – 3,6 გრძ. მეტრი, 12 438 მ2 ასფალტბეტონის საფარი.

საავტომობილო გზის ხიხაძირი-თხილვანა-ბაკო კმ0+350-კმ3+200 მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარის მოწყობის დასრულებული სამუშაოები

საავტომობილო გზის ხიხაძირი-თხილვანა-ბაკო კმ0+350-კმ3+200 მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტბეტონის საფარის მოწყობის  სამუშაოები დასრულდა

საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა,  რაულ ბერიძემ, ქობულეთის მერთან მირიან ქათამაძესთან ერთად, ქობულეთში საავტომობილო გზის გვარა-შაინიძეების (ბასილაძეები) კმ0+000-კმ1+000 მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის  სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 287 977 ლარს.

პროექტის ფარგლებში მოეწყო რკინის მილი – 30 გრძ.მეტრი, 30 გრძ.მეტრი გოფრირებული მილი, 278 გრძ.მეტრი რკინა-ბეტონის კიუვეტი, 4272 მ2 ასფალტბეტონის საფარი.

გვარა-შაინიძეები(ბასილაძეები) კმ0+000-კმ1+000 მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის დასრულებული სამუშაოები

გვარა-შაინიძეები(ბასილაძეები) კმ0+000-კმ1+000 მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის  სამუშაოები დასრულდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჩაქვში დასრულდა ნინოშვილის ქუჩის კმ0+000-კმ0+700 მონაკვეთის ასფალტბეტონის საფარით კეთილმოწყობის სამუშაოები.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 337 000 ლარს. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მოეწყო: 4 ერთეული 49 გრძ.მეტრი ბეტონის საყრდენი კედელი, 30 გრძ.მეტრი გოფრირებული მილი, 452 გრძ.მეტრი რკინა-ბეტონის კიუვეტი, 5717 მ2 ასფალტბეტონის საფარი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სადაც ჩაქვი-ხალა-ჩაქვისთავის საავტომობილო გზის კმ12+000-კმ15+230 მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარი მოეწყო.

მისი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 1 233 532,67 ლარს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყო: სამი ახალი ხიდი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2 არსებულ ხიდს, 6 ერთეული 58 გრძ.მეტრი საყრდენი კედელი, 6 ერთეული 94 გრძ.მეტრი დამცავი გაბიონი, 179 გრძ.მეტრი ლითონის მილი, 282 გრძ.მეტრი რკინა ბეტონის კიუვეტი, 12548 მ2 ასფალტბეტონის საფარი.

 დაბა ჩაქვი- ნინოშვილის ქუჩის კმ0+000-კმ0+700 მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის დასრულებული სამუშაოები

დაბა ჩაქვი- ნინოშვილის ქუჩის კმ0+000-კმ0+700 მონაკვეთზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა

ქედის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზების ცხემნა-ძენწმანის კმ0+000-კმ1+500 და ძენწმანი-უკანტეხილის კმ0+000-კმ0+539 მონაკვეთებზე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. მისი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 897 000 ლარს.

სამუშაოები საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა რაულ ბერიძემ, ქედის მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო: 4 ერთეული 161 გრძ. მეტრი საყრდენი კედელი, 1 ერთეული 12 გრძ. მეტრი დამცავი გაბიონი, 10 გრძ. მეტრი ლითონის მილი, 353 გრძ. მეტრი დამცავი ზღუდარი, 1500 გრძ. მეტრი რკინა-ბეტონის კიუვეტი და 2039 გრძ. მეტრი ასფალტბეტონის საფარი.

ვირიაული-ლაკლაკეთის კმ0+450 მონაკვეთზე ახალი ლითონის ხიდის მშენებლობის დასრულებული სამუშაოები

კვირიაული-ლაკლაკეთის კმ0+450 მონაკვეთზე ახალი ლითონის ხიდის მშენებლობა დასრულებულია

გასულ თვეშივე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, რაულ ბერიძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერთან, ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად, კვირიაული-ლაკლაკეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ახალი ლითონის ხიდის მშენებლობის დასრულებული სამუშაოები დათვალიერა. ხიდის სიგრძე 16 მეტრია, ხოლო სიგანე – 4 მეტრი.

პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 128 489 ლარს შეადგენდა.

სრულად კი განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე: აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: