განათლება,მთავარი,სიახლეები

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მანანა კაპეტივაძე გახდა

05.10.2018 • 7908
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მანანა კაპეტივაძე გახდა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო  2018-ის მფლობელი, ქალაქ ბაღდათის მეორე საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი, მანანა კაპეტივაძე გახდა.  გამარჯვებულს საჩუქრად ათი ათასი ლარი გადაეცემა. ის ასევე მონაწილეობს მიიღებს მასწავლებლის გლობალური ჯილდოს (The Global Teacher Prize) ცერემონიაში, რომელიც ყოველ წელს იმართება.

დაჯილდოვების ცერემონია დღეს 5 ოქტომბერს, მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით გაიმართა.

მანანა კაპეტივაძის გარდა, 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულში იყვნენ:

ელისო აბრამიშვილი -ქალაქ საჩხერის ილია ჭავჭავაძის მე-2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი,

ჯაბა ლაბაძე – დაბა სურამის მე-2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი,

ლელა კოტორაშვილი – თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი,

დაჩი ნანობაშვილი -თბილისის საერთაშორისო აკადემია ლოგოსის მათემატიკის მასწავლებელი,

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო გასულ წელს კოალიცია „განათლება ყველასათვის – საქართველომ“ დაარსა და მისი პირველი გამარჯვებული, ჩიბათის სკოლის მასწავლებელი ლადო აფხაზავა იყო.

ჯილდოს დამფუძნებელთა განცხადებით, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2018-ის ხუთეულში გასული პედაგოგები

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: