რა უნდა ვიცოდეთ ტყვიით ინტოქსიკაციის შესახებ

ვისთვის და რატომ არის საშიში ტყვიით მოწამვლა?

ტყვიით მოწამვლა საყურადღებო სამედიცინო პრობლემაა. ტყვიით მოწამვლა ყველაზე საშიში და დამაზიანებელია 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რადგან ტყვია განვითარებად ტვინს მეტად აზიანებს.

საიდან ხვდება ტყვია ორგანიზმში?

ტყვია მეტალია და ბევრს ჰგონია, რომ მხოლოდ მეტალის ნივთებში გვხვდება. სინამდვილეში ტყვიას შეიძლება ნებისმიერი რამ შეიცავდეს, მაგალითად, მტვერი, კედლის საღებავი,სათამაშოები, ჭურჭელი, მიწა, სასმელი წყალი, ჰაერი და სხვა.

სამწუხაროდ, საქართველოში ჯერჯერობით გარემოს ტყვიით დაბინძურების კონტროლი და პრევენცია არ ხდება.

როგორ დგინდება ტყვიით მოწამვლა?

თუ ეჭვობთ, რომ ცხოვრობთ ტყვიით დაბინძურებულ გარემოში, სასურველია ბავშვს ჩაუტაროთ გამოკვლევა – სისხლში ტყვიის რაოდენობის განსაზღვრა. ეს ანალიზი შეიძლება ექიმმაც დაუნიშნოს საეჭვო სიმპტომების დროს.

თმაში ან სხვა მასალაში ტყვიის რაოდენობის განსაზღვრა ზუსტ შედეგს არ იძლევა.

ამ ეტაპზე ტყვიის დონის შეფასებისთვის ოქროს სტანდარტად მსოფლიოში აღიარებულია ტყვიის განსაზღვრა ვენურ სისხლში.

ლაბორატორია ,,მრჩეველში” ტყვიის კვლევა ხდება ვენურ სისხლში. აღებული მასალა იგზავნება ლიმბახის ცენტრალურ ლაბორატორიაში (ჰაიდელბერგი, გერმანია), სადაც სისხლში ტყვიის რაოდენობა ატომაბსორბციული სპექტროსკოპიის მეთოდით დგინდება. ანალიზის შედეგის კომენტირებული პასუხი გაიცემა მასალის აღებიდან 5-7 დღეში.

ტყვიის დონის განსაზღვრა ასევე შესაძლებელია ცხოველებში, საკვებ პროდუქტში და სხვა.

ვისთან არის სასურველი ტყვიის ანალიზის ჩატარება?

6 თვიდან 6 წლამდე ასაკის ბავშვები და ორსულები.

როდის არის რეკომენდებული ტყვიის ანალიზის ჩატარება?

  • ოჯახის წევრთან დადასტურებული ტყვიით მოწამვლის შემთხვევაში
  • ტყვიით მოწამვლაზე საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში

ტყვიის ანალიზის შედეგების შეფასება:

  • შედეგი <20 მკგ/ლ – ტყვიის სრულიად უსაფრთხო მაჩვენებელი, დამატებითი კვლევები ან ღონისძიებები არ გჭირდებათ
  • შედეგი – 20 მკგ/ლ -49 მკგ/ლ – ტყვიის შედარებით უსაფრთხო მაჩვენებელი, გაიმეორეთ ტყვიის ანალიზი წელიწადში ერთხელ 6 წლის ასაკამდე (ტყვიის მატების ტენდენცია, რომ არ გამოგრჩეთ).
  • შედეგი ≥50 მკგ/ლ – მიმართეთ ექიმს. ექიმი დაგისვამთ კითხვებს საცხოვრებელი გარემოს, კვებისა და სიმპტომების თაობაზე. გასინჯავს ბავშვს და საჭიროების შემთხვევაში გირჩევთ დამატებითი ანალიზების ჩატარებას (განმეორებით ტყვიის განსაზღვრა, სისხლის საერთო ანალიზი, ფერიტინი, C რეაქტიული ცილა კალციუმი, ალბუმინი).

შენიშვნა: აღნიშნული ინფორმაცია არ წარმოადენს ექიმის რეკომენდაციის ალტერნატივას. ,,მრჩეველის” პედიატრები მზად არიან გიპასუხონ ამ თემასთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვაზე.

დაგვიკავშირდით:0322 996 692, 599 916 692

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი