მთავარი,სიახლეები

ავარია ქობულეთში – სამგზავრო ავტობუსი ავტომობილს დაეჯახა

05.10.2018 • 9332
ავარია ქობულეთში – სამგზავრო ავტობუსი ავტომობილს დაეჯახა

დღეს, 5 ოქტომბერს, ბათუმი-ქობულეთის გზაზე სამგზავრო ავტობუსი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

ავტობუსი ბათუმი-ქობულეთის სამარშრუტო ხაზზე მოძრაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვითაა დაწყებული, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: