ანიმაციური სერიალი Adventure Time დასრულდა

„ქართუნ ნეთვორქის” ერთ-ერთი საუკეთესო, სამეცნიერო-სათავგადასავლო ანიმაციური სერიალი „თავგადასავლების დრო“ 10 სეზონის შემდეგ დასრულდა.

თუ აქამდე Adventure Time-ის შესახებ არ გსმენიათ, წინ ჯადოსნობებით, მამაცი გულებით, სიკეთითა და ნამდვილი გმირობებით სავსე თავგადასავლები გელით.

მიუხედავად იმისა, რომ ანიმაციური სერიალი „ქართუნ ნეთვორქზე“ გადის, ნუ ჩათვლით, რომ იგი მხოლოდ ბავშვებისთვისაა. სერიალი ორ გმირზე – ბიჭუნა ფინისა და მისი საუკეთესო მეგობარი ჯეიკის  შესახებაა, რომელიც ჯადოსნური ძაღლია და ყველა ფორმისა თუ ზომის მიღება შეუძლია. ფინი და ჯეიკი უანგაროდ ებრძვიან ბოროტებას და ეხმარებიან ჩაგრულ არსებებს.

მოქმედება ჯადოსნურ სამეფო „ოოო“-ში ხდება, სადაც პრინცესა „საღეჭი რეზინი“, გიტარისტი ვამპირი გოგო მარსელინი, დროსა და სივრცეში არეული ყინულის მეფე და სხვა საინტერესო პერსონაჟები ცხოვრობენ.

სერიალის გმირები ხშირად მოგზაურობენ დროსა და სივრცეში, ერთ-ერთ ასეთ განზომილებაში არსებობს ფიონა, რომელიც ფინის გოგო ვერსიაა, მისი უახლოესი მეგობარი კი კატა ქეიქია, რომელიც ძაღლი ჯეიკის სახეშეცვლილი ვერსიაა. ამ განზომილებაში თითქმის ყველა პერსონაჟი საპირისპირო სქესისაა.

ვიდეოში: ფიონა და ვამპირი ბიჭი მარშალ ლი, რომელიც ვამპირი გოგო მარსელინის ალტერ ვერსიაა.

Adventure Time-ის ჩვეულებრივი სერია 11 წუთიანია და მისი პირველი ეპიზოდი 2010 წელს გავიდა ეთერში. Come Along with Me [წამოდი ჩემთან ერთად] სერიალის ფინალური 280-ე სერიაა, რომელიც 3 სექტემბერს გამოვიდა.

ინტერნეტში ამ ანიმაციური სერიალის დასრულებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ადამიანები წერენ, რომ Adventure Time მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და სერიალის გმირების ტატუებს აზიარებენ:

Posted by Dave Jones on სამშაბათი, 21 აგვისტო, 2018

ეს კი რეჟისორი და კომპოზიტორი რებეკა შუგარის მიერ ბოლო სერიისთვის დაწერილი ფინალური სიმღერაა :

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან