გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2-3 სექტემბერს ბათუმში და აჭარის სანაპიროზე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად– უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 27 – 32 გრადუსი
ღამით: 20-25 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 22 – 27 გრადუსი
ღამით: 10 – 15 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურამ აჭარის სანაპიროზე ერთი გრადუსით დაიწია და ამჟამად 26 გრადუსია. ტალღის სიმაღლე 5-10 დმ (2-3 ბალი).
სინოპტიკოსების ცნობით მომდევნო ორ დღეს მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
_________
ფოტო: მარიამ ქველიაშვილი