საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა რამდენიმე ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა.
ოთხი ვაკანსიაა აჭარაში:
- ქობულეთისა და ქედის სახანძრო-სამაშველო განყოფილებებში – თითო მეხანძრე-მაშველი;
- აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველის
- ქობულეთის სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველის [გემწამყვანის].
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გამოცხადებული ვაკანტური ადგილების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე.
საგანგებო სამსახურში აცხადებენ, რომ ვაკანსიები აღნიშნულ საიტზე ეტაპობრივად ემატება და 17 აგვისტოს დღის ბოლომდე დამატებული იქნება ყველა ვაკანტური პოზიცია.