მთავარი,სიახლეები

დღეს ბათუმში LOUDspeakers კონცერტს გამართავს – დასწრება უფასოა

11.08.2018 • 2896
დღეს ბათუმში LOUDspeakers კონცერტს გამართავს – დასწრება უფასოა

დღეს, 11 აგვისტოს, საღამოს 20:00 საათზე ბათუმში, ევროპის მოედანზე ფესტივალ Black Sea Sound-ი კონცერტით დასრულდება. კონცერტში მონაწილეობას მუსიკალური ჯგუფები მიიღებენ. ევროპის მოედანზე მისულ მსმენელს საშუალება ექნება მოუსმინოს შემდეგ ჯგუფებს: Melomaniakk ,  Groovephonics,  Sound lab,  Giorgi Putkaradze,  Bedford Falls,  ASEA SOOL, LOUDspeakers.

პროექტის ორგანიზატორია “ერედელი”. პროექტის მხარდამჭერია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტსო. პროექტის პარტნიორები ასევე არიან Funday Entertainment  და  წიგნები ბათუმში / Books in Batumi.

კონცერტზე დასწრება უფასოა.

ფესტივალი 4 დღის მანძილზე მიმდინარეობდა ბათუმში, რომლის ფარგლებშიც  არტ მენეჯერებისა და მუსუკით დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგები გაიმართა.  საავტორო უფლებები მუსიკალურ ინდუსტრიაში, არტისტ მენეჯმენტის ქართული რეალობა  და თანამედროვე მუსიკის ტრენდები  – ეს და სხვა მნიშვნელოვანი თემები განიხილეს მოწვეულმა არტისტ მენეჯერებმა და მუსიკოსებმა ტრენინგებზე. 

გადაბეჭდვის წესი