ავარია და საცობი ჩაქვის გვირაბთან, საავადმყოფოში ერთი ადამიანი გადაიყვანეს

„ბათუმელების“ ჟურნალისტის ცნობით, ამ წუთებში (14:56) ჩაქვის გვირაბთან უზარმაზარი საცობია. მანქანების რიგში ის უკვე 20 წუთზე მეტი ხანია დგას. ჟურნალისტის ინფორმაციით, ტრანსპორტის რიგში იმყოფება პაციენტი, რომელიც ქობულეთის საავადმყოფოდან ბათუმში გადმოჰყავთ. ის თავს შეუძლოდ გრძნობს. მისივე თქმით, ადგილზე მუშაობს საპატრულო პოლიციაც, მაგრამ მათგან ვერ გაიგეს ინფორმაცია თუ რა ხდება.

მანქანების რიგში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის ხე გადააქვთ და ამიტომ არის მოძრაობა შეჩერებული.

თუმცა, ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ შს სამინისტროში. უწყებაში გვითხრეს, რომ მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ტრაქტორმა ამოიყვანა ავარიის შედეგად გზიდან გადავარდნილი მანქანა და მაგისტრალზე მოძრაობა უკვე შესაძლებელია.

შს სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, ავარიის შედეგად ერთი ადამიანია დაშავდა.

გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.

ჩაქვის გვირათან დღეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.