სარფის საბაჟოზე ავტოტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს

სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ავტოტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს. ამ დროისთვის [8 აგვისტო; 16:40სთ] საბაჟოზე ათობით მსუბუქი ავტომანქანა და ავტობუსი დგას.

როგორც “ბათუმელებს” საქართველოს შემოსავლების სამსახურში უთხრეს, შეფერხება თურქულ მხარეს არსებულმა პროგრამულმა ხარვეზმა გამოიწვია, რის გამოც ნახევარი საათის განმავლობაში სრულად იყო შეწყვეტილი ავტომობილების გატარება.

შემოსავლების სამსახური: “სრული შეზღუდვა იყო ორივე მხრიდან, რაც განპირობებული იყო თურქეთის მხარის პროგრამული ხარვეზებით. ამჟამად არ არის მთლიანად მოხსნილი შეზღუდვები, ხარვეზის აღმოფხვრა სრულად ვერ მოახერხეს. ჯერ იმ ნახევარმა საათმა გამოიწვია დიდი ოდენობით ავტობუსებისა და მსუბუქი მანქანების დაგროვება, ახლა კი ძალიან ნელა ატარებენ ორივე მხრიდან”.

ჯერჯერობით უცნობია, როდის აღმოიფხვრება ხარვეზი სრულად.

 

ავტომანქანების რიგი სარფის საბაჟოზე. ფოტო: როინ გუნდაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი