მთავარი,სიახლეები

ღრუბელი, წვიმა და ელვა-ჭექა ბათუმში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

08.08.2018 • 2075
ღრუბელი, წვიმა და ელვა-ჭექა ბათუმში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 და 9 აგვისტოს აჭარის სანაპირო ზოლში და მაღალმთიანეთში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა და ელვა-ჭექა, ზოგან დროგამოშვებით ძლიერი.

დაუბერავს დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, რომელიც დროგამოშვებით გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე.

ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 20-25, დღისით 25-30 გრადუსი, მთიან რაიონებში ღამით 10-15, დღისით 20-25 გრადუსი სითბო.

რაც შეეხება ზღვას – იქროლებს დასავლეთის ქარი 6-22 მ/წმ სიჩქარით. სანაპიროზე იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი. ელვა-ჭექა. ზღვის ტალღის სიმაღლე: 15-25 დმ. [4-5 ბალი].

ზღვის წყლის ტემპერატურა 8-9 აგვისტოს იქნება +28 გრადუსი.

10 და 11 აგვისტოს აჭარაში შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი, ელვა-ჭექა,ზოგან დროგამოშვებით ძლიერი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: