სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფაკულტეტების ჩამონათვალი

სახელმწიფო რვა უმაღლეს სასწავლებელში გარკვეულ ფაკულტეტებს დააფინანსებს. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხრა მიმართულება დაფინანსდება. აქედან ყველაზე მეტი – 200 ადგილი გამოყოფილია ქართული ფილოლოგიისთვის და 400 ადგილი ეკონომიკისთვის.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სახელმწიფო 25 მიმართულებას დააფინანსებს. ყველაზე მეტი – 400 ადგილი გამოყოფილია მშენებლობის მიმართულებით, მეორე ადგილზეა ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო დაფინანსება გამოყოფილია 13 მიმართულებაზე. ყველაზე მეტი – 150 ადგილი დაეთმობა ქართულ ენასა და ლიტერატურას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში რვა მიმართულება დაფინანსდება, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში – ცხრა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი – თოთხმეტი მიმართულება.

იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სახელმწიფო დაფინანსება გამოყოფილია ექვს სპეციალობაზე, ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი, სახელმწიფო ცხრა მიმართულებას დააფინანსებს. აქედან ყველაზე მეტი – 100 ადგილი, განოყოფილია ქართულ ფილოლოგიაზე.

ადგილებისა და ფაკულტეტების სრული ჩამონათვალი იხილეთ ამ ბმულზე.

 

 

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com