აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 6 აგვისტოდან 7 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში: ღამით 20-25, დღისით 25-30 გრადუსი სითბო.
აჭარის მთიან რაიონებში ღამით 10-15, დღისით 22-27 გრადუსი სითბო.
ზღვის სანაპიროზე იქროლებს დასავლეთის ქარი 6-11 მ/წმ, უმეტესად უნალექოდ. ტალღის სიმაღლე: 7-12 დმ.[2-3 ბალი] ზღვის წყლის ტემპერატურა: +28 გრადუსი.
8 და 9 აგვისტოს აჭარაში ზოგან მოსალოდნელია წვიმა და ელვა-ჭექა.