დღეს ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიას“ მიმდებარედ [ანგისის #85-ში], დაახლოებით 19:00 საათზე, 40 წლამდე ასაკის კაცი სამშენებლო ობიექტზე მუშაობისას დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ის კლინიკა „ბაუში“ შოკურ მდგომარეობაში, სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ნიშნებით გადაიყვანეს და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.