განათლება,მთავარი,სიახლეები

რვაკვირიანი ონლაინ კურსი ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის

17.07.2018 • 2983
რვაკვირიანი ონლაინ კურსი ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის

აშშ-ის საელჩომ თბილისში, ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის ინგლისური ენის რვაკვირიანი ონლაინ კურსი გამოაცხადა. ამერიკული ინგლისურის E-Teacher პროგრამა 25 სექტემბრიდან 20 ნოემბრამდე გაიმართება. პროგრამა მოიცავს შვიდ სხვადასხვა კურსს.

აპლიკაციები მიიღება 22 ივლისის ჩათვლით.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ინგლისური ენის სპეციალისტებს, პედაგოგებს ვისაც აქვს ჩაბარებული (მინიმუმ 525 TOEFL, 70 iBT, ან CEFR B2),

მონაწილე უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, უნდა ჰქონდეს მაღალსიჩქარიან და სანდო ინტერნეტთან რეგულარული წვდომა.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: