მთავარი,სიახლეები

ავარია ჩაქვში – დაიღუპა მამაკაცი და ორი ჩვილი

14.07.2018 • 10650
ავარია ჩაქვში – დაიღუპა მამაკაცი და ორი ჩვილი

სამი ადამიანი გარდაიცვალა ავარიის დროს, რომელიც  დღეს, 14 ივლისს, ჩაქვი-ქობულეთის ავტომაგისტრალზე მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. მსუბუქ ავტომობილში მჯდომი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, ორი მცირეწლოვანი ტყუპი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. ბავშვების დედა, რომელიც ამავე ავტომობილში იმყოფებოდა, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-ს ინფორმაციით საქმე 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით აღიძრა, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: