ბიძინა ივანიშვილის პარკში გადასატანი ხე 256-საბურავიანი მისაბმელით გადააქვთ

მრავალწლოვანი ევკალიპტის ხე, რომელიც შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის პარკში გადააქვთ, ამჯერად ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში ამოთხარეს. ტვირთის წონა დაახლოებით 1100 ტონაა. ხე მახინჯაურიდან შეკვეთილში ზღვით უნდა გადაიტანონ.

კომპანიაში, რომელიც ევკალიპტის ხის გადატანაზე მუშაობს, გვითხრეს, რომ ხის ზღვამდე მისატანად, 2 კილომეტრამდე მანძილია დარჩენილი, ამ გზაზე კი ხის აღმართში ატანაც მოუწევთ. ევკალიპტის ზღვის ნაპირამდე მიტანას, დაახლოებით 10 დღე დასჭირდება.

ევკალიპტის ხე გადააქვთ სპეციალური მისაბმელით [ლაფეტით], რომელსაც 256 საბურავი აქვს.

დაახლოებით ერთი თვის წინ ციხისძირიდან შეკვეთილში მრავალწლოვანი ტიტას ხე გადაიტანეს, რომელიც 1000 ტონამდე იწონიდა.

აჭარიდან მრავალწლოვანი ხეების ამოთხრისა და შეკვეთილში მათი გადატანის დამკვეთი დღეს შპს „ურეკი რეზიდენსია“. ეს კომპანია ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის ივლისში დააფუძნა. გასული წლის იანვარში კი, კომპანიის წილის 100% თავის შვილს, ბერა ივანიშვილს საკუთრებაში 4 მილიონ ლარად გადასცა. „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაშია დღეს ის ნაკვეთები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შეკვეთილში, სადაც მილიარდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ე.წ. დენდროლოგიურ პარკს აშენებს.

ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში მორიგი ევკალიპტი გადააქვთ

მრავალწლოვანი ევკალიპტის ხე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პარკში გადააქვთ, ამჯერად ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში ამოთხარეს. ტვირთის წონა 1100 ტონაა. ხე მახინჯაურიდან შეკვეთილში ზღვით უნდა გადაიტანონ.კომპანიაში, რომელიც ევკალიპტის ხის გადატანაზე მუშაობს, გვითხრეს, რომ ხის ზღვამდე მისატანად, 2 კილომეტრამდე მანძილია დარჩენილი, ამ გზაზე კი ხის აღმართში ატანაც მოუწევთ. ევკალიპტის ზღვის ნაპირამდე მიტანას, დაახლოებით 10 დღე დასჭირდება.ევკალიპტის ხე გადააქვთ სპეციალური მისაბმელით [ლაფეტით], რომელსაც 256 საბურავი აქვს.დაახლოებით ერთი თვის წინ ციხისძირიდან შეკვეთილში მრავალწლოვანი ტიტას ხე გადაიტანეს, რომელიც 1000 ტონამდე იწონიდა.

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on შაბათი, 14 ივლისი, 2018

შეკვეთილში გადასატანი ევკალიპტის ხე მახინჯაურში / 13.07.2018

მისაბმელს, რომლითაც ხე გადააქვთ, 256 საბურავი აქვს / 13.07.2018

ტვირთი, რომელიც მისაბმელზე უნდა დადონ, ხესთან ერთად 1100 ტონამდე იწონის / 13.07.2018

როგორც ადგილზე გვითხრეს ევკალიპტის ხე ზღვამდე ამ გზით უნდა გაიტანონ / ამ ადგილზე ბათუმის შემოვლითი ახალი გზაც უნდა გაკეთდეს / მახინჯაური / 13.07.2018

ტერიტორია სადაც ხის გადატანის სამუშაოები მიმდინარეობს / მახინჯაური / 13.07.2018

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com