სიახლეები

ზაფხულში ნაწლავური აშლილობების შემთხვევებმა იმატა

13.07.2018 • 2463
ზაფხულში ნაწლავური აშლილობების შემთხვევებმა იმატა

ზაფხულის სეზონზე, აჭარაში ნაწლავური აშლილობების მატება ფიქსირდება, თუმცა ეპიდსეზონისთვის დამახასიათებელი დინამიკით – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ აჭარაში სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეას და საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შემთხვევების რაოდენობა ივნისს, ჯამურად 1400-ს აღწევს.

წელს ივნისის თვეში შემთხვევათა რაოდენობა თითქმის 2-ჯერ მეტია ვიდრე, გასულ თვეებში. შემთხვევათა მატება პიკს აღწევს ივლისსა და აგვისტოში, გარემოს მაღალი ტემპერატურის პირობებში.

დაავადებათა თავიდან აცილების მიზნით მნიშვნელოვანია:

•  წყლისა და საკვები პროდუქტების უსაფრთხოება, საკვების თერმულად დამუშავებისა და შენახვის სათანადო ტემპერატურული რეჟიმის დაცვა

•  პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელების სათანადოდ, ხშირი დაბანა

•  სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: