შუახევში კინოკლუბს გახსნიან

შუახევში კინოკლუბი გაიხსნება, რომლის ფარგლებში ფილმების ჩვენება და განხილვა მოეწყობა. კინომოყვარულთა კლუბი შუახევის მერიის ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდობის განყოფილების ინიციატივით იქმნება.

შუახევის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელი ამირან ხიმშიაშვილი ამბობს, რომ კინოჩვენებებისთვის ადგილს სულ მალე შეარჩევენ.

„ფილმები, რომლებსაც კინოჩვენებებისთვის შევარჩევთ, იქნება ძირითადად სოციალურ პრობლემებსა და აქტუალურ თემებზე, ანუ იმ თემატიკის ფილმები, რაც შემდეგ საინტერესო დისკუსიისა და განხილვის საგანი შეიძლება გახდეს კინოკლუბის წევრებში“ – ამბობს ამირან ხიმშიაშვილი

კინოკლუბის წევრობა შეუძლია მოსწავლეებს, სტუდენტებს და ყველა დაინტერესებულ პირს. ასაკობრივი შეზღუდვა კლუბის წევრობაზე არ არის.

კინოკლუბის წევრობის მსურველებმა უნდა შეავსონ განაცხადი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან