მთავარი,სიახლეები

ხელოვნების უნივერსიტეტთან ტერიტორიას, სადაც სკვერის მოწყობა იგეგმება, ასუფთავებენ

12.07.2018 • 2433
ხელოვნების უნივერსიტეტთან ტერიტორიას, სადაც სკვერის მოწყობა იგეგმება, ასუფთავებენ

ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარედ  რეკრეაციულ ზონას ასუფთავებენ. ამ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა იგეგმება, თუმცა როდის დაიწყება შესაბამისი სამუშაოები, უცნობია. მერიაში ამბობენ, რომ ტექნიკურ დეტალებს ჯერ კიდევ აზუსტებენ.

როგორც მერიაში გვითხრეს, ტერიტორია ძალიან დაბიძურებული იყო, საჭირო გახდა ბალახის გაცელვა და იქედან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა. აქ, მიმდებარედ მცხოვრები ადამიანები ამბობენ, რომ წლებია ამ ტერიტორიას მოქალაქეები ტუალეტის დანიშნულებითაც იყენებენ, რის გამოც ხშირად შემოღობილი ტერიტორიიდან მძაფრი სუნი მოდის.

მერიაში ამბობენ, რომ ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარე თავისუფალი ტერიტორიის დაბინძურებაზე მოქალაქეებს მათთვის არ მიუმართავთ, დასუფთავება მერიის ინიციატივა იყო.

ამ ნაკვეთის უშუალო მესაკუთრე ბათუმის მერიაა. რეესტრის დოკუმენტებით ხელოვნების უნივერსიტეტის შენობა 4735 კვ/მ-იას, მიწის ნაკვეთი კი, ჯამში, 3518 კვ/მ-ია.

რაც შეეხება ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტს, ის მისამართს იცვლის და გორგილაძის ქუჩაზე, ყოფილი კოლეჯის შენობაში განთავსდება. შენობას, სადაც ჯერ კიდევ ხელოვნების უნივერსიტეტია ფუნქციონირებს, 2011 წელს ჩაუტარდა რეაბილიტაცია, რისთვისაც  6 499 499 ლარი დაიხარჯა.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: