რესტორანი ბერმუხა თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან თარიღებს დღესასწაულად აქცევს

ბათუმში სულ რამდენიმე დღეა, რაც ახალი რესტორანი „ბერმუხა“ გაიხსნა. თუ ქალაქისგან ოდნავ მოშორებით უგემრიელესი კერძების დაგემოვნება, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ერთად მხიარული და სასიამოვნო დროის გატარება გსურთ, რესტორანი „ბერმუხა“ იზრუნებს თქვენს სადღესასწაულო განწყობაზე.

რესტორანი „ბერმუხა“ დროის სასიამოვნოდ გასატარებელი კიდევ ერთი გამორჩეული ადგილია ქალაქში

რესტორანი „ბერმუხა“ დროის სასიამოვნოდ გასატარებელი კიდევ ერთი გამორჩეული ადგილია ქალაქში

ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, სადაც ყველა ავეჯი თუ აქსესუარი ხისგანაა დამზადებული, შეგიძლიათ მოაწყოთ რომანტიკული ვახშამი, მეგობრების ხალხმრავალი თავშეყრა, აღნიშნოთ დაბადების დღე, გადაიხადოთ ბანკეტი და ქორწილი. 200 სტუმარზე გათვლილი რესტორანი მზადაა თქვენი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი თარიღი დაუვიწყარ დღესასწაულად აქციოს.

გამოცდილი მზარეულების მიერ საგულდაგულოდ მომზადებული ქართული და ევროპული კერძები „ბერმუხაში“ თქვენ მიერ გატარებულ დროს გემოების ფეიერვერკად აქცევს, კერძების დაგემოვნებას „თელიანი ველის“ ღვინოები:  საფერავი, ქიძმარაული, როზე, ტვიში, წინანდალი, მუკუზანი და ხვანჭკარა გაგიხალისებთ.

ღვინოები: საფერავი, ქიძმარაული, როზე, ტვიში, წინანდალი, მუკუზანი და ხვანჭკარა გაგიხალისებთ.

რესტორანში შეგიძლიათ დააგემოვნოთ: საფერავი, ქიძმარაული, როზე, ტვიში, წინანდალი, მუკუზანი და ხვანჭკარა.

თუ ცოცხალი მუსიკის ფონზე დიდ სივრცეში მოლხენა გსურთ, რესტორან „ბერმუხას“ დიდი დარბაზი თქვენ განკარგულებაშია, თუმცა აქ განმარტოებაც შესაძლებელია მეგობრებთან ერთად, ხის მყუდრო კუპეებში.

„ბერმუხას“ სასიამოვნო გარემოს ოჯახურ ელფერს სძენს ღია სამზარეულო, სადაც შეგიძლიათ დააკვირდეთ, როგორ ამზადებენ თქვენთვის კერძებს და როგორ ყრიან გამომცხვარ პურს ცხელი თონიდან.

გამოცდილი ბარმენები 54 სხვადასხვა სახეობის კოქტეილს ამზადებენ

გამოცდილი ბარმენები 54 სხვადასხვა სახეობის კოქტეილს ამზადებენ

რესტორანში მსუბუქი განტვირთვისთვის საუკეთესო საშუალება კოქტეილების დაგემოვნებაა. „ბერმუხაში“ გამოცდილი ბარმენები 54 სხვადასხვა სახეობის კოქტეილს ამზადებენ, თუმცა თუ ამ მრავალფეროვნებაშიც ვერ იპოვით შესაფერის მიქსს, მიშა აუცილებლად იპოვის თქვენთვის მისაღებ გემოს და ჯადოსნურ ელექსირს დაგიმზადებთ.

„ბერმუხას“ გამჭვირვალე სამზარეულო

„ბერმუხას“ გამჭვირვალე სამზარეულო

გემრიელი კერძები, სასიამოვნო მუსიკა და მსუბუქი ალკოჰოლური ტკბობა ფასს დაკარგავდა, რომ არა მომსახურე პერსონალის პროფესიონალიზმი, კეთილგანწყობა და მუდმივი მზაობა სტუმრისთვის სასიამოვნო, დაუვიწყარი გარემოს შესაქმნელად.

„ბერმუხას“ ღიმილიანი და ენერგიული მომსახურე პერსონალი მუდამ სტუმრების სამსახურშია.

ხელმისაწვდომი ფასები, გამორჩეულად გემრიელი, მრავალფეროვანი სამზარეულო და ხალისიანი, მხიარული გარემო ახალგახსნილ რესტორანში უკვე განაპირობებს სტუმრების სიმრავლეს. უნდა აღინიშნოს, რომ „ბერმუხას“ ადმინისტრაცია ფასების ცვლილებას სეზონის მიხედვით არ გეგმავს და აქ ყოველთვის უცვლელი, ხელმისაწვდომი მომსახურება დაგხვდებათ.

ხელოვნურად შექმნილი ჩანჩქერი რესტორნის ინტერიერის ნაწილია

ხელოვნურად შექმნილი ჩანჩქერი რესტორნის ინტერიერის ნაწილია

რესტორანი ყოველდღე, დილის ათიდან ღამის ორ საათამდე – ბოლო სტუმრის გაცილებამდე მუშაობს.

რესტორანი „ბერმუხა“ დროის სასიამოვნოდ გასატარებელი კიდევ ერთი გამორჩეული ადგილია ქალაქში, სადაც 15 ადგილობრივია დასაქმებული. როგორც რესტორნის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ამბობს, დროთა განმავლობაში სტაფი  კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ქალაქში სამუშაო ადგილების შექმნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ადგილების ან ღონისძიების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით წინასწარ: 593 44 44 01

მისამართი: ფრიდონ ხალვაშის გზატკეცილი N83

„ბერმუხას“ თანამშრომლები

„ბერმუხას“ თანამშრომლები

მისამართი:

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი