მთიანი აჭარა,სიახლეები

ქობულეთში ზაფხულის ფესტივალი ჩატარდება

05.07.2018 • 2171
ქობულეთში ზაფხულის ფესტივალი ჩატარდება

8 ივლისს ქობულეთის ცენტრალურ პარკსა (აღმაშენებლის გამზ. N279) და პარკის მიმდებარედ სანაპიროზე ზაფხულის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში მოეწყობა სივრცეები სხვადასხვა სპორტული აქტივობისთვის. ჭადრაკში, ნარდში, მაგიდის ჩოგბურთსა და ფრენბურთში გაიმართება შეჯიბრი. სპორტულ აქტივობებში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებით.

ასევე გაიმართება ზღვის გასართობი თამაშები. მოეწყობა სივრცეები ბავშვებისთვის.

ქალაქის ქუჩებში დილიდან იმოძრავებს ავტობუსები, სადაც იქნება კარაოკე და გამაგრილებელი სასმელები.

ფესტივალის ანონსი ასე გამოიყურება:

10:00 საათი – „ზაფხულის ფესტივალი ქობულეთი 2018“-ის გახსნა. დაუკრავს DJ ოკა თურმანიძე, დავით ვოლკოვი და ნიკო გორგოშაძე.
12:00 საათი – ყვავილების ფესტივალი.
13:00 საათი – 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტი და ფიდე-ს რეგიონალური წარმომადგენლობის ორგანიზებით ჭადრაკში შეჯიბრება გაიმართება.
14:00 საათი – ეგზოტიკური ხილისა და კოქტეილების ფესტივალი. კოქტეილის დამზადებაში მასტერკლასი და კონკურსი გაიმართება.
16:00 საათი – ფერების ფესტივალი.
20:00 საათი – საზაფხულო კოლექციის ჩვენება – მხატვრის სახლის მიმდებარე ტერიტორია.
21:30 საათი – MIX2RA -ს მონაწილებით კონცერტი გაიმართება.
23:00 საათი – ფოიერვერკი. გვიან ღამემდე დაუკრავს DJ ოკა თურმანიძე, დავით ვოლკოვი და ნიკო გორგოშაძე

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: