მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ქედის სოფელ პირველ მაისში ეკომიგრანტებისთვის 4-ის ნაცვლად 5-სართულიანი სახლი აშენდება

05.07.2018 • 6402
ქედის სოფელ პირველ მაისში ეკომიგრანტებისთვის 4-ის ნაცვლად 5-სართულიანი სახლი აშენდება

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ეკომიგრანტებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იგეგმება. ქედის მერიას თავდაპირველად ოთხსართულიანი სახლის აშენება ჰქონდა გათვალისწინებული, თუმცა, მოგვიანებით გადაწყდა ერთი სართულის დამატება.

ხუთსართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 530 378 ლარია გამოყოფილი.

სახლის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადებულია და წინადადებების მიღება 2018 წლის 21 ივლისს დაიწყება. წინადადებების მიღება შეწყდება 26 ივლისს და გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, სახლი 2019 წლის 20 ნოემბრამდე უნდა აშენდეს.

საპროექტო მიწის ნაკვეთი [2892 კვ.მ], ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, საავტომობილო გზის განაპირა ნაწილში მდებარეობს. საპროექტო შენობაში მოეწყობა ორი სადარბაზო, ერთი ლიფტი, იქნება 20 ბინა, ამათგან 2 ბინა – შშმ პირებისათვის ადაპტირებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: