განათლება,მთავარი,სიახლეები

128 ათასი ლარი დირექტორებისთვის დამხმარე რესურსების შესაქმნელად

05.07.2018 • 3898
128 ათასი ლარი დირექტორებისთვის დამხმარე რესურსების შესაქმნელად

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სკოლის დირექტორებისთვის დამხმარე რესურსების შექმნის მიზნით, კიდევ ერთ საგრანტო კონკურსს აცხადებს. დამხმარე რესურსები სკოლების დეცენტრალიზაციის გაძლიერების მიზნით იქმნება.

ცენტრის ინფორმაციით, დირექტორთათვის დამხმარე რესურსების შექმნა გულისხმობს თემების იდენტიფიცირებას, სტატიების მომზადებას, ბეჭდურ გამოცემაში გაერთიანებას, ბეჭდვას და  ყველა საჯარო სკოლისთვის მიწოდებას.

საგრანტო  მიმართულებაზე ცენტრის მიერ განსაზღვრული საერთო ბიუჯეტი 128 000   ლარს შეადგენს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ განათლების სფეროში მოქმედ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ, არასამეწარმეო იურიდიულ პირებს, ასევე საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ან უკვე რეგისტრირებულნი არიან ცენტრის ელექტრონულ ბაზაში.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 30 ივლისი, 18:00 საათი.

ჟურნალის ტექნიკური მახასიათებლები:

საავტორო/ანალიტიკური სტატია – ჟურნალის ერთ ნომერში უნდა განთავსდეს 6 (ექვსი) საავტორო/ანალიტიკური სტატია.

თითოეული საავტორო/ანალიტიკური სტატია უნდა მოიცავდეს არანაკლებ 10,800 სიმბოლოს (გამოტოვებით with space).

საგრანტო კონკურსში გამარჯვებულმა ორგანიზაციამ სტატიების დაწერა და რედაქტირება უნდა უზრუნველყოს პროფესიონალი ჟურნალისტების/დარგის ექსპერტების მიერ.

თითოეული საავტორო/ანალიტიკური სტატია უნდა მოიცავდეს რამდენიმე წყაროს.

შესაძლებელია საჭირო გახდეს ინტერვიუების ჩაწერა, ინტერნეტში ან სხვა რესურსებში ანალიტიკური და სტატისტიკური ინფორმაციის მოძიება და გამოყენება.

იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას რეგიონული პერსპექტივის და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, საავტორო/ანალიტიკური სტატიის დაწერისას შესაძლოა საჭირო გახდეს ჟურნალისტის/სპეციალისტთა ვიზიტი რეგიონში.

სტატიები შედგენილი უნდა იყოს აკადემიური სტილის დაცვით, თითოეული წყაროს მითითებით.

ნათარგმნი სტატია – ჟურნალის თითოეულ ნომერში უნდა განთავსდეს 2 (ორი) ნათარგმნი სტატია, რომელიც ასახავს კონკრეტულ თემატიკაზე საქართველოს კონტექსტის რელევანტურ საერთაშორისო გამოცდილებას.

თითოეული თარგმანის მოცულობა განისაზღვრება არანაკლებ 10,800 (ათი ათას რვაასი) სიმბოლოთი (გამოტოვებით – with space).

2005 წლამდე დათარიღებული სტატია არ მიიღება. გამარჯვებულმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ნათარგმნი სტატიის აკადემიური სტილის დაცვით შედგენა, თითოეული წყაროს მითითებით.

სტატიის თემატიკა შესაბამისობაში უნდა იყოს კონკრეტული ნომრის კონცეფციასთან და წარმოადგენდეს საერთაშორისო გამოცდილებას ამ კუთხით. რედაქტორის სვეტი – ჟურნალის თითოეულ ნომერს უნდა ჰქონდეს რედაქტორის სვეტი, რომლის მოცულობა განისაზღვრება არაუმეტეს 400 სიტყვით.

რედაქტორის სვეტის შინაარსი შეეხება ჟურნალის კონკრეტულ ნომერში თავმოყრილი სტატიების კრებულის ამსახველ კონცეფციას და ნომერში არსებული თემატიკის მნიშვნელობას სამიზნე ჯგუფისთვის.

პროექტის საქმიანობა – ჟურნალის თითოეული ნომერი უნდა შეიცავდეს პროექტის საქმიანობის აღწერას იმ კონკრეტული ეტაპისთვის. აღნიშნულის მოცულობა განისაზღვრება არანაკლებ400 სიტყვით და მისი შექმნისათვის გამარჯვებული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით უნდა მიმართოს პროექტს.

სარჩევი – უნდა მოიცავდეს ჟურნალში განთავსებული სტატიების ჩამონათვალს, გვერდების და ავტორების მითითებით. ფოტო – თითოეულ საავტორო/ანალიტიკურ სტატიას თან უნდა ახლდეს არანაკლებ 4 (ოთხი) ორიგინალური შინაარსის შესაბამისი ფოტო. ფოტო უნდა იყოს მაღალი ხარისხის (საბეჭდი ხარისხი).

ჟურნალის ტექნიკური მახასიათებლები: ერთი ნომრის ტირაჟი – 6000 ცალი. ფორმატი A4.

რეგისტრაციის გავლა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: