განათლება,მთავარი,სიახლეები

50 ათასი ლარი დირექტორების კულტურული და პროფესიული განვითარებისთვის

04.07.2018 • 4190
50 ათასი ლარი დირექტორების კულტურული და პროფესიული განვითარებისთვის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დეცენტრალიზაციის პროცესის ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს – საჯარო სკოლების დირექტორთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება.“ 

„საგრანტო კონკურსის მიზანია საჯარო სკოლების დირექტორთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.  კონკურსის პირობების გათვალისწინებით, უნდა შეირჩეს პროფესიონალთა გუნდისგან დაკომპლექტებული ორგანიზაცია, რომელიც, ერთი მხრივ, დირექტორთა მომავალი პროფესიული საჭიროებების დადგენის მიზნით და მეორე მხრივ, პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების თანმდევად, ხელს შეუწყობს დირექტორთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერებას და პროფესიულ განვითარებას,“-აცხადებენ პროფესიული განვითარების ცენტრში.

საგრანტო  მიმართულებაზე ცენტრის მიერ განსაზღვრული საერთო ბიუჯეტი შეადგენს  50 000 ლარს.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ განათლების სფეროში მოქმედ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ან უკვე რეგისტრირებულნი არიან ცენტრის ელექტრონულ ბაზაში.

მასწავლებლების პროფესიული განვითარების სერვისების დეცენტრალიზაცია მიზნად ისახავს, სწავლა-სწავლების ეფექტიანობის გაზრდას მასწავლებელთა საჭიროებებზე დაფუძნებული პროფესიული განვითარების გზით, რაც გულისხმობს საჭიროებებზე და შედეგზე მაქსიმალურად ორიენტირებული სერვისების მეტად გამრავალფეროვნებას, სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების სისტემის განვითარებასა და სერვისის მიწოდების გზებისა და მიმწოდებლების დივერსიფიცირებას.

საგრანტო კონკურსში განაცხადების მიღება წარმოებს 2018 წლის 4 ივლისის 12:00 საათიდან 2018 წლის 30 ივლისის  18:00 საათამდე.

საგრანტო კონკურსის პირობები შეგიძლიათ ნახოთ აქ

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: