მთავარი,სიახლეები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: დღეს ზღვაში ბანაობა აკრძალულია

04.07.2018 • 2654
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: დღეს ზღვაში ბანაობა აკრძალულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აჭარის რეგიონში დამსვენებლებს აფრთხილებს.

„დღეს, 4 ივლისს, შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია 3-4-ბალიანი შტორმი, რის გამოც ზღვაში ბანაობა აკრძალულია.

ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. ყურადღება მიაქციეთ ამკრძალავ ნიშნებს. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში ზღვაზე ბანაობა ნებადართული იქნება“ – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 5 საათის განმავლობაში, საზღვაო მაშველებმა, ზღვაზე 4 მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი გადაარჩინეს.

ამავე თემაზე: 

https://batumelebi.netgazeti.ge/news/145108/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: