განათლება,მთავარი,სიახლეები

სკოლის დირექტორების სამწლიანი გადამზადების კურსი წელს დასრულდება

04.07.2018 • 4147
სკოლის დირექტორების სამწლიანი გადამზადების კურსი წელს დასრულდება

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი  საჯარო სკოლის დირექტორებისთვის ლიდერობის აკადემიის კურსს აგრძელებს.

ამჯერად დირექტორები ლიდერობის აკადემია 3-ის ორ მოდულს – ,,შეფასებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით მოსწავლეების ავტონომიურობის ხელშეწყობა“ და  ,,ლიდერობა და ჯგუფის დინამიკა“ – გაივლიან, რითაც დასრულდება საჯარო სკოლის დირექტორების სამწლიანი გადამზადების კურსი.

„ლიდერობის აკადემიის სატრენინგო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საჯარო სკოლების დირექტორებს, ეფექტიანად მართონ სკოლა და შექმნან მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო.  ასევე, მასწავლებლებში განავითაროს ლიდერობისa და თანამშრომლობის  უნარ-ჩვევები“.

ცენტრის ინფორმაციით, 1872 საჯარო სკოლის დირექტორი, პროექტის ფარგლებში, სკოლის ბაზაზე შერჩეული ამდენივე ფასილიტატორი და საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები  ლიდერობის აკადემია 3-ს გაივლიან, რომელიც ხუთი დღის მანძილზე გაგრძელდება (სულ 40 საათი).

ტრენინგმოდულის – ,,შეფასებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით მოსწავლეების ავტონომიურობის ხელშეწყობა“ ზოგადი მიზანია, მონაწილეებს ვასწავლოთ საკლასო შეფასების დაგეგმვისა და მისი განხორციელების მექანიზმები, რომლებიც მოცემულია ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში (2018-2024 წწ.).

ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან, თუ როგორ უნდა მოხდეს შემაჯამებელი ნაშრომების შეფასების შედეგების გაანალიზება სასწავლო პრობლემების დიაგნოსტიკის მიზნით, როგორ გამოვიყენოთ ეს მონაცემები მოსწავლის ავტონომიურობის ზრდის მხარდასაჭერად. ამასთან, შეაფასებენ დაგეგმილი შეფასებებისა და გამოყენებული რუბრიკების ეფექტურობას, გააანალიზებენ დაგეგმვის პროცესში შეფასების მონაცემების გამოყენებას.

ლიდერობის აკადემია სამი დონისაგან შედგება და წარმოადგენს ტრენინგ-მოდულების ერთობლიობას, რომელიც 2016 წლის 15 აგვისტოს დაიწყო და 2018 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაგრძელდება. პროგრამაში ყველა საჯარო სკოლის დირექტორია ჩართული.

ლიდერობის აკადემიის ყოველი საფეხურის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: